ქართული მუსიკა
Thursday, April 19, 2012
მუსიკალური ტრადიციები
მუსიკალური ტრადიციები
მრავალხმიანი მუსიკა ანტიკური პერიოდიდან დღემდე არის შემორჩენილი. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკუთარი მუსიკალური ტრადიციები, დიალექტი და წარმოდგენის მანერა. არც ერთ მათგანში არ მეორდება ერთნაირი ინტონაცია და ჰარმონიულობა. ეს არის სტილი , რომელიც სამი ფორმით არის წარმოდგენილი. მრავალხმიანი სიმღერა არის სვანეთში, სადაც ყველა ხმა ერთი და იგივე რიტმში იმღერება. მრავალხმიანი დიალოგი დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის, მონოტონურად ორ ხმაში და სერთოდ კონტრასტული მრავალხმიანი სიმღერაა დამახასიათებელი დასავლეთ საქართველოსთვის. დასავლეთში დომინირებს აჭარული და გურული მრავალხმიანი სიმღერა, რომელსაც მუშაობის დროს მღერიან.

ქართული ფოლკლორისთვის ძირითადად სამხმიანობაა დამახასიათებელი, მაგრამ გვხვდება ოთხხმიანიც, ორხმიანიც და ერთხმიანი მიმდინარეობები. არის სიმღერები, რომელიც იმღერება მუშაობის დროს, აკვანთან, გლოვისას დასაფლავებაზე და სრულდება ნაციონალურ ინსტრუმენტების თანხლებით.
ბუნებრივია, რომ მდიდარი ტრადიციების მუსიკამ წარმოშვა საეკლესიო მუსიკა, მას შემდეგ რაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა (IVს).
ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით განვითარდა სასულიერო აკადემიებში და სკოლებში (იყალთო, გელათი) და საქართველოს კულტურულ ცენტრებში ( იერუსალიმში, ათონის და სინას მთაზე) VIII-X საუკუნეების ჰიმნების კოლექცია, ( რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნი IX-X), სხვადასხვა სახის ტექსტები და ორიგინალური მუსიკა. ქართველი და უცხოელი მკვლევარები მუშაობენ მათ გაშიფვრაზე.
ყველაფერი ეს ასახავს ქართველ ხალხზე წარმოდგენას, მაღალგანვითარებული სმენის მგრძნობელობას და კომპლექსურობას. 1977 წელს კოსმოსში გააგზავნეს ერთ-ერთი ქართული მუსიკალური ჩანაწერი ჩაკრულო, ნიშნად იმისა , რომ საქართველო იყო ევროპული კულტურის ნაწილი. XIX საუკუნეში, მიუხედვად რუსეთის მმართველობისა, ქართულმა მუსიკამ მაინც დაიწყო განვითარება.
ევროპულმა ოპერამ მოახდინა ზეგავლენა, რომ საქართველოშიც განვითარებულიყო ეს მიმდინარეობა. წლების განმავლობაში ოპერებს ქმინდნენ ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი. XX საუკუნის 20-იან წლებიდან დაიწყო სიმფონიური მუსიკის განვითარება.
თანდათან გალობამ ეკლესიებშიც გადაინაცვლა. უცხო ქვეყნებმა მოხდინეს ზეგავლენა საეკლესიო გალობაზე. ერთის მხრივ ეს იყო პალესტინა და სირია, მეორეს მხრივ - ბიზანტია, მაგრამ ორიგინალური ჰიმნოგრაფიული ნიმუშები იქმნებოდა V საუკუნიდან. საეკელსიო გალობა დაიწყო დაახლოებით VII საუკუნიდან და ამ დროს უკვე იგრძნობოდა უცხო ქვეყნების ზეგავლენა.
მრავალხმიანი სიმღერა წარმოიშვა საეკლესიო გალობიდან, რამაც გამოიწვია ნაციონალური მუსიკის განვითარება. ამ პროცესში უხვად იყო ფოლკლორული მუსიკის ელემენტები, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა.

ქართული ხალხური მუსიკის ისტორია
ისტორია
ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.
ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.
აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.
საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“,„მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.
ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.
არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.
ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

გამყინავი
გამყივანი, გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად გაიგივებულია წვრილთან. ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში (”ნადური”, “ჰადილა”, “კალოს ხელხვავი”…). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვების (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა …), ზოგჯერ კი ცავკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა…) შედგება.მოძახილი
მოძახილი, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმა, რომელიც მთქმელს მოსძახის. „შოთა მღერის, მეფე თეიმურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება“ (დავით გურამიშვილი). მოძახილი შეიძლება იყოს როგორც მეორე, ასევე პირველი ხმაც (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი).ბანი
ბანი, თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. “დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა” (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – “ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს”. ამჟამად ბანი ეწოდება 1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას; 2. აკორდის ქვედა ბგერას; 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.
Subscribe to:
Posts (Atom)